დროს ამინდებისგან სიურპრიზები აღარ გვიკვირს. ხავერდოვანი ნოემბრის შემდეგ ყველას აინტერესებს, როგორი იქნება დეკემბერი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, დეკემბრის დასაწყისიდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება.

“პირველი დეკემბრიდან ამინდის პირობების მკვეთრ გაუარესებას ველოდებით. დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა ნავარაუდევი, მაღალ მთაში მოთოვს. 20 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, დასავლთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20დეკემბრიდან უნალექო ამინდია, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. 9 დეკემბრის ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, დროგამოშვებით ცალკეულ რაიონებში შეიძლება მცირე ნალექი აღინიშნოს. დეკემბერში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა, ნორმის ფარგლებში იქნება. თვის საშუალო ტემპერატურა 7-9 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 0-2 გრადუსი იქნება.

431 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი