პოეტი თორრნიკე ნაროზაული ინფორმაციას ავრცელებს:

ჩემო მეგობრებო, იცით თქვენ, ჩემგან ქველმოქმედი რომ არ გამოვა და არც სიკეთის კეთებაში ვარ გაწაფული, მაგრამ ჩემმა ძმებმა გადაწყვიტეს ამ საშობაოდ ერთ კარგ ოჯახს დაეხმარონ.
ბოლნისის რაიონში, სოფელ ტანძიაში, ცხოვრობს აფხაზეთის ომის ვეტერანი, ვეფხვია ღვალაძე, რომელიც 10 შვილის მამაა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება.
პირველ კომენტარში შეგიძლიათ სიუჟეტის ნახვა.

ხვალ, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე ვიქნებით თავისუფლების მოედანზე, ძველ მერიასთან, იქ შეგიძლიათ მოიტანოთ ტამსაცმელი ან სხვა ნივთები, რაც ოჯახს გამოადგება, თითქმის ყველა ასაკის ბავშვები არიან ოჯახში, გოგოებიც, ბიჭებიც… მოკლედ, ყველაფერი გამოგვადგება… (სათამაშოებიც). პირადად მე ჩემს ტანსაცმელს ვგზავნი. ბიჭები თავიანთი ჯიბიდან ფულსაც დებენ, მართალია კაპიკებია, მაგრამ სულ არაფერს – ჯობს.
ვინც მოსვლას ვერ მოახერხებთ და ფულის ჩარიცხვა გენდომებათ, შეგიძლიათ ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ (საქართველოს ბანკია, მიმღები მე ვარ).

GE52BG0000000103256374

ეს თიბისი-ს რეკვიზიტია,
მიმღები ეკო იმნაძე : GE16TB7654245061600027

ინფორმაციის გავრცელებაც კეთილი საქმეა, გამოგვადგება.

საგანელიძის ნაირ მექრთამეებს მილიონები ათი შვილის მამას 120 ლარი

საგანელიძის ნაირ მექრთამეებს მილიონები ათი შვილის მამას 120 ლარი

Posted by წიწაკა TV – Pepper TV on ოთხშაბათი, 18 დეკემბერი, 2019

571 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი