დუტა სხირტლაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. ინტერვიუს ერთ-ერთი თემა ისაა, როგორ ახერხებს მსახიობი ამდენი წლის განმავლობაში მუდმივი აქტუალობის შენარჩუნებას, თუმცა მეორე მხრივ, მსახიობი აღნიშნავს, რომ რეჟისორები მასთან არ თანამშრომლობენ…

დუტა:
ზოგმა რეჟისორმა უარი მითხრა თანამშრომლობაზე, რადგან „გაცვეთილი სახე“ მაქვს. დღეს, როცა საავტორო ფილმს ქმნიან, „გაცვეთილი სახე“ არ აწყობთ, რადგან ჩვენთან კინო ხომ კომერცია არაა (იცინის).

ზოგმა რეჟისორმა უარი მითხრა თანამშრომლობაზე, რადგან „გაცვეთილი სახე“ მაქვს. დღეს, როცა საავტორო ფილმს ქმნიან, „გაცვეთილი სახე“ არ აწყობთ, რადგან ჩვენთან კინო ხომ კომერცია არაა (იცინის).

დაახლოებით, თუმცა რატომაც არა?!. ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს ხალხისთვის მეჩვენებინა – შესაძლებელია, ყველგან ვიყო. ვიღაცებს ეს აღიზიანებთ კიდეც. ზოგზოგიერთები „ფეისბუქში“ რომ იგინებიან, ჰგონიათ, რომ ცოცხალი ადამიანები არ ვართ. არ ვპასუხობ, თორემ, წესით, უნდა გავუნგრიო ცხვირ-პირი. რა ქნან, მათი ინტელექტი მეტს ვერ ხვდება. მეც ცოლ-შვილი, ოჯახი მყავს, ბენზინის ფულზე „ვჩალიჩობ“. მეც ისევე ვცხოვრობ, როგორც სხვა, უბრალოდ, ხანდახან ტელევიზორში ვჩანვარ. ესენი კი, როგორც ადამიანს, ისე არ გიყურებენ, სადღაც ირეალურ სამყაროში არსებულ „ტიპს“ გხედავენ, რომელსაც შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო, მაგრამ არ იცის, რომ უცებ შეიძლება, ჩატში მიწერო. მიმიწერია კიდეც, მაგრამ წამიშლია. თან, მიმიწერია მთელი კახეთი… რაც კი გამიგონია. უბრალოდ, მერე მივმხვდარვარ, რომ არასწორად ვიქცევი და წამიშლია. ყველაზე მეტად შეურაცხყოფა მაღიზიანებს. რომ გამაკრიტიკონ, როგორც მსახიობი, წამყვანი ან სიტყვა-პასუხი დამიწუნონ, კიდევ ჰო, მაგრამ დედას რომ შეგაგინებს, იქვე უნდა შეჭამო.

137 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი