პირველი ღამის მშვიდობა ინდოეთიდან 🇮🇳 ❣️❣️❣️
დაგვიგროვდა კითხვები და აქ გავცემთ პასუხებს:
1️⃣ ვინ იპოვა კლინიკა და ვის ჰქონდა მასთან კონტაქტი?

👉👉👉კლინიკა პირველივე დღეებში მოიძია და მასთან კონტაქტზე გავიდა 1=7 იდან ერთ-ერთი – Natia Goderdzishvili და კლინიკაც თანხმობით გამოგვეხმაურა, თუმცა, კიდევ ერხელ ვიტყვით, რომ ფრენის რისკის გამო ( რაც არ გამართლდა ჩვენდა სასიხარულოდ ) ამ ვარიანტს განვიხილავდით ერთ- ერთ ბოლო ვარიანტად. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი, სხვა მხარეებთან ერთად – ისევ ნათია იყო ჩართული ანიტას უსაფრთხო ფრენის ორგანიზებაში. ❤ ❤ ❤
დიდი ადამიანური მხარდაჭერა ვიგრძენით საქართველოს ელჩისგან ინდოთში. მისგან გამოჩენილმა ყურადღებამ, კლინიკაში მისვლამ, აეროპორტში დახვედრამ ჩვენზე დადებითი გავლენა მოახდინა და ვიგრძენით, რომ ანიტას ოჯახი მარტო არ იქნება ❤

2️⃣ ჰყავს თუ არა ინდოეთს ძლიერი სპეციალისტები?

👉👉👉 პასუხი: აქაც განვმეორდებით და თან, რამდენიმე დეტალს დავამატებთ.
ინდოეთში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი.
ჰყავთ დიდი პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ტრანსპლანტოლოგები.
ყველაზე პატარა პაციენტი, რომელსაც გაუკეთდა გულის გადანერგვა იყო 6 დ ღ ი ს.
კონკრეტულად, ანიტას ექიმი Dr.ბალაკრიშნანი არის 30 წლიანი სტაჟის მქონე ბავშვთა ტრანსპლანტოლოგი. იგი ამჟამად იმყოფება აშშ-ში და 23 დეკემბერს ჩავა ინდოეთში. მანამდე კი ანიტას კარგად დაასვენებენ და ყველა საჭირო ზომას მიიღებენ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მისი ორგანიზმის მოსაძლიერებლად.

3️⃣ როდის უკეთდება ანიტას ოპერაცია და აპარატს ჩაუდგამენ თუ პირდაპირ გულის გადანერგვაზე იფიქრებს ექიმი?

👉👉👉 პასუხი: ჯერ არ ვიცით როგორი იქნება ანიტას მდგომარეობა, ან, როდის გამოჩნდება დონორი. ამის მიხედვით გადაწყვეტენ ექიმები. შეიძლება, ჯერ აპარატის ჩადგმა გახდეს საჭირო , რომ შემდეგ მშვიდად დაველოდოთ დონორს. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ანიტა აცდეს ორ ოპერაციას და პირდაპირ ტრანსპლანტაცია გაკეთდეს.

4️⃣ როგორია დროში სხვაობა თბილისსა და ჩენნაის შორის და როგორია კლიმატი?

👉👉👉 პასუხი:
ჩვენმა გოგომ ზამთრიდან ❄️ზაფხულში გადაინაცვლა.☀️
ჯერ ჩვენს გოგოსთან თენდება და 1 სთ-სა და 30წთ-ში თენდება ჩვენთან. (🇬🇪)

5️⃣ რა უნდა ვქნათ ინდოეთში ხაჭაპურზე?

👉👉👉 პასუხი: რა უნდა ვქნათ და… სხვა გზა არ არის – ინდოელებს უნდა ვასწავლოთ ფენოვანების ცხობა. ☺️ შეგიძლიათ, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზოთ. 😊☺️😚

რაც ყველაზე მთავარია, არ დაგვავიწყდეს მადლობა ვუთხრათ ღმერთს, ერთმანეთს და ყველას, ვინც მცირედით მაინც გვიდგას გვერდში ამ ბრძოლაში❣️

ლოცვაც არ მოვაკლოთ ჩვენს გოგოს, გთხოვთ. ❤
(ფოტოები ძველია, მაგრამ ბევრს ასეთს გადაიღებენ მომავალშიც.)

691 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი