მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდადაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმალევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგანმაგელონ დეჟანპონისგან მიიღოროგორც წერილშია აღნიშნულიმარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობაევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიპროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისადხორციელდება დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული განვითარებაჩვენი კონცეფცია ვრცელდება ყველა დაცულ ტერიტორიაზე და მათი განვითარების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სამ ძირითად ფაქტორსპირველ რიგშიინფრასტრუქტურული პროექტები საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს და უნდა იცავდეს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასმეორე – მას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო ფუნქციავიზიტორთა ცენტრები სწორედ ამ მიზნით ეწყობა და მესამეუმნიშვნელოვანესია რეგიონებში დაცული ტერიტორიების განვითარებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურეკონომიკური დონის გაუმჯობესებასადგილობრივი ეკოტურისტული ბიზნესის განვითარებასა და სოფლის მეურნეობის გაძლიერებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პრიზის მოსაპოვებლად წარდგენილი იყო ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტირომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისათუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენამართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენროგორებიცაასაფრანგეთიიტალიაშვეიცარიაგაერთიანებული სამეფოესპანეთი და .

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელსის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდამიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.

მარტვილის კანიონი ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების პროცესებში ჩართულობის ერთერთი ნათელი მაგალითიაკანიონზე დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის აშენების და ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ტურიზმი გახდა უსაფრთხოგაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობამიმდებარედ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები.

795 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი