👇🏻 ამ დროისათვის ასეთი ვითარებაა:

🤒ანიტას სიცხე აქვს 37.2 რის მიზეზადაც სახელდება საშარდე გზების ანთება.
😴ბავშვს მთელი დღე სძინავს. უჭირს ზონდით მიწოდებული საკვების მონელება.

🇮🇹 როგორც იცით იტალიამ უარი გვითხრა ანიტას მიღებაზე. მიზეზი დონორის მომლოდინეთა დიდი რიგია, რაც ნიშნავს, რომ ანიტას დიდხანს მოუწევდა გულის დალოდება.

ბელარუსმა პასუხისმგებლობა ვეღარ აიღო და ვერ მისცა ოჯახს გარანტიები, რომ შეძლებენ ოპერაციის ჩატარებას, რადგან 10 წლამდე ბავშვების ტრანსპლანტაციაში არ აქვთ გამოცდილება. – ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა…

🇮🇳 ასევე ვაწარმოებთ ინდოეთში გადაყვანისთვის საჭირო საბუთების მოგროვებას.

✊🏻 ვიცით, ანიტელების მღელვარება პიკს აღწევს, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე სანამ გამოსავალს არ ვიპოვნით!

#ანიტას❤️სთვის

589 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი