სოციალურ ქსელში მომღერალი გიორგი უშიკიშვილი პოსტს ავრცელებს და წერს, რომ სანდრო სიმაშვილი, კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანი გარდაიცვალა.

“კახური სიმღერის უკანასკნელი მოხიკანიც გარდაიცვალა. სანდრო სიმაშვილი, მრავალი თაობის ამღზრდელი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოზე მოფიქრალი კაცი.

ჩვენი პედაგოგი და მეგობარი. ანდრო სიმაშვილის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა. ეპოქა სადაც ის წარსულის მარგალიტებს უხვად აფრქვევდა და გვასაჩუქრებდა. ანდრო პაპას გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოსთვის. დანაკლისია მათთვის ვინც იცის ქართული ხალხური სიმღერის ფასი.

დიდი მადლობა მას ღირსეული ცხოვრებისთვის. მადლობა რომ გვასწავლა, გვარიგებდა და მუდამ ჩვენს გვერდით იდგა

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა” – წერს უშიკიშვილი.

864 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი