ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა ცენტრი, სადაც გაჭირვებულ ადამიანებს საკვებით, ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარებიან.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, უკვე რამდენიმე წელია, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება; ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წამლები თუ ჰიგიენური საშუალებები სასულერო პირმა საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, განახლებულ და თანამედროვედ მოწყობილ სივცრეში განათავსა. ამ ნივთებს შორის არის სათამაშოები პატარებისთვის და სასკოლო მასალები მოსწავლეთათვის. აქ გროვდება წიგნები, ადამიანებს მათთვის საინტერესო კრებულების ნახვისა და უკვე წაკითხული მასალის მოტანის შესაძლებლობა აქვთ. აქვე გაკეთდა სალონი, სადაც, სურვილის შემთხვევაში, გაჭირვებულ ადამიანებს უანგაროდ შეუძლიათ თავის მოწესრიგება.
მნიშვნელოვანია, რომ ამ კეთილ საქმიანობაში, რომელიც მოსახლეობის დახმარებასა და მხარში დგომას გულისხმობს, უამრავი ადამიანი ჩაერთო.
შაბათ-კვირას 11 საათიდან 17 საათამდე საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს მათთვის სასურველი მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ, ხოლო სხვისი დახმარების შემთხვევაში ნებისმიერი ნივთი ამავე სივრცეში უნდა განთავსდეს,“ – ნათქვამია საპტრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

164 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი