ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.

299 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი