ას­ტრო­ლო­გი რა­მაზ გი­გა­უ­რი დე­კემ­ბრის თვის დე­ტა­ლურ ას­ტრო­ლო­გი­ურ პროგ­ნოზს გვთა­ვა­ზობს:

მთა­ვა­რი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა:

12 დე­კემ­ბე­რი – სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 26 დე­კემ­ბე­რი – ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა

დე­კემ­ბრის პირ­ველ დე­კა­და­ში გაგ­რძელ­დე­ბა ნეპ­ტუ­ნის ის “ილუ­ზი­უ­რი” გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც საგ­რძნო­ბი ჯერ კი­დევ 13 ნო­ემ­ბრი­დან გახ­და (ეს ნო­ემ­ბრის პროგ­ნოზ­შიც აღ­ვნიშ­ნე). ამი­ტომ 10-11 დე­კემ­ბრამ­დე აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა იმ ფა­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა და გა­ცხად­დე­ბა, რო­მე­ლიც ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­იქ­მნა და გან­ვი­თარ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი დე­კა­და ნო­ემ­ბრის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ერ­თოდ დე­კემ­ბრის პირ­ვე­ლი დე­კა­და საქ­მი­ა­ნი კუ­თხით პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კონ­ტროლს ითხოვს, რად­გან გაზ­რდი­ლი იქ­ნე­ბა ცრუ-და­პი­რე­ბე­ბის, ილუ­ზი­ის და ტყუ­ი­ლის ალ­ბა­თო­ბაც.

2 დე­კემ­ბერს და­ი­წყე­ბა 2020 წლის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­გრე­სია – იუ­პი­ტე­რი თხის რქის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს (ის აქ დარ­ჩე­ბა 2020 წლის 19 დე­კემ­ბრამ­დე).

იუ­პი­ტე­რი – ას­ტრო­ლო­გი­ა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა. ის მი­ა­ნიშ­ნებს ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სად მი­აღ­წევს წარ­მა­ტე­ბას და სად გა­ი­მარ­ჯვებს. ამი­ტომ დე­კემ­ბრი­დან მიზ­ნე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი უფრო კონ­კრე­ტუ­ლი და “მი­წი­ე­რი” გახ­დე­ბა. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თხის რქა­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­ტურ­ნი, პლუ­ტო­ნი და მთვა­რის დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძი (კეტუ), ამი­ტომ 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში და 2020 წლის პირ­ვე­ლი კვარ­ტალ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის კა­რი­ე­რას და პრეს­ტიჟს შე­ი­წი­რავს. ასე რომ, 2019 წლის დე­კემ­ბრი­დან – 2020 წლის მარ­ტის ჩათ­ვლით პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბის კლე­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ამ პე­რი­ოდ­ში აქ­ცენ­ტი უფრო გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მებ­ზე უნდა გა­კეთ­დეს, რომ­ლე­ბიც ამუ­შა­ვე­ბა სწო­რედ 2020 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

9 დე­კემ­ბერს მერ­კუ­რი მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა, აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სი უფრო სწრა­ფი, დი­ნა­მი­უ­რი და მოქ­ნი­ლი გახ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა.

12 დე­კემ­ბრის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მშვი­დი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა არას­ტა­ბი­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. ამი­ტომ 11-13 დე­კემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მებ­ში გარ­კვე­ვა და მათი წინ წა­მო­წე­ვა არ ღირს. მი­თუ­მე­ტეს, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამას ძვე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც მოჰ­ყვეს.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შემ­დეგ, 13 დე­კემ­ბრი­დან და­ი­წყე­ბა შე­და­რე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი და გაჩ­ნდე­ბა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი. მო­ი­მა­ტებს რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, ისე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლო­ბა, რაც ბევრ ადა­მი­ანს დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის და გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

13-26 დე­კემ­ბე­რი აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის პე­რი­ო­დია (თუმ­ცა ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს 17-21 დე­კემ­ბე­რი , რო­დე­საც დე­კემ­ბრის და­სა­წყი­სის მსგავ­სად მო­ი­მა­ტებს ილუ­ზი­ის და ტყუ­ი­ლის ალ­ბა­თო­ბა).

20 დე­კემ­ბრი­დან ვე­ნე­რა გა­და­ი­ნაც­ვლებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო “მსუ­ბუ­ქად”, იო­ლად გან­ვი­თა­რე­ბა. წინ წა­მო­ი­წევს მე­გობ­რუ­ლო­ბა და თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა. რო­გორც სა­სიყ­ვა­რუ­ლო, ისე საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი ერ­თმა­ნეთს იო­ლად გა­უ­გე­ბენ. თუმ­ცა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გაზ­რდი­ლი იქ­ნე­ბა ავან­ტი­უ­რიზ­მის და უაზ­რო რის­კზე წას­ვლის ალ­ბა­თო­ბაც.

22 დე­კემ­ბერს მზე თხი­სა რქის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა. ეს იქ­ნე­ბა ზამ­თრის მზე­ბუ­დო­ბა. მო­ი­მა­ტებს რე­ა­ლიზ­მის გან­ცდა და პრაგ­მა­ტუ­ლო­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბა ახალმთვა­რე­ო­ბა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა 26 დე­კემ­ბერს. ეს დაბ­ნე­ლე­ბა და­ი­წყე­ბა არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე, გა­და­ივ­ლის სამ­ხრეთ ინ­დო­ეთს, შრი-ლან­კას, მა­ლა­ი­ზი­ას, ინ­დო­ნე­ზი­ას და წყნარ ოკე­ა­ნე­ში დას­რულ­დე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

598 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი