თბილისში ახალგაზდა ქალი დაიკარგა – 24 წლის ჟანა ჭაფანძის ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალის კვალი დღეს დილით, 6 საათზე დაიკარგა, რის შემდეგაც ჟანა ჭაფანძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ახლობლები აღარ ფლობენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონა ძველ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, “ფენიქსში”, მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრები დილის 6 საათზე კლუბიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟანა ჭაფანძე მას დაემშვიდობა, მისი კვალი ქრება.

როგორც “კურიერს” დაკარგული ქალის ახლობლებმა განუცხადეს, ჟანა ჭაფანძემ ოჯახის წევრებს facebook-ზე გამოსამშვიდობებელი წერილიც მისწერა.

ოჯახის წევრებს ეჭვი თვითმკვლელობაზე აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ ჟანას ისეთი პრობლემები არ ჰქონია, რაც სუიციდის მოტივი შეიძლება გამხდარიყო.

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ მოგვწეროთ “რუსთავი 2”-ის ფეისბუქ გვერდზე ან დარეკოთ ნომერზე 593394816

წყარო: რუსთავი 2

992 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი