რა გვიჯდება ოცნების შხამი: როგორც ფეისბუქის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, ქართული ოცნების ტროლების ერთი ჯგუფის მიერ ფეისბუქში ყალბი ამბების გავრცელება-დაფინანსებაში 900 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამაში ბუნებრივია არ შედის ამ ტროლების ხელფასი, პროდუქციის დამზადების ხარჯები,  ე.წ. “ატკატები” და აშ.

ამ ხარჯში ასევე არ შედის ქართული ოცნების ოფიციალური გვერდების მიერ სოციალურ რეკლამაში დახარჯული თანხები.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ პოსტ ტვ-ს, რომელიც შალვა რამიშვილს ეკუთვნის, ივანიშვილის სხვადასხვა ხერხებით 350 ათას ლარს აძლევს ყოველთვიურად.

შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ე.წ. ტროლებში, ბოტებში, სოც მედიებში რეკლამირებასა და გვერდების მართვაში, ბიძინა ივანიშვილი საშუალოდ 2 მილიონამდე ლარს ხარჯავს.

ამის გარდა, სამთავრობო ტელეკომპანიების, იმედის დოტაცია ყოველთვიურად 12-14 მილიონი ლარი ჯდება, რუსთავი 2-ის კი, 3 მილიონ ლარამდე (ეს სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად მიტანილი რეკლამის გარდა), რასაც სხვადასხვა მედია-პლატფორმების ლოიალურობის შენარჩუნების სანაცვლოდ გადახდილი 4-5 მილიონი ლარიც ემატება.

საერთო ჯამში, ეს ხარჯი თვეში 23-24 მილიონს აღწევს, რაც წელიწადში საშუალოდ 270 მილიონი ლარია.

ამის გარდა, სახელმწიფო ოფიციალურად ხარჯავს  მილიონებს რეკლამაში, არაპირდაპირ კი, ბევრ სოციალურად აქტიურ აქტივისტს აძლევს ტენდერს, აწყობს სამხახურში, უფინასებს კონცერტსა თუ საიუბილეო საღამოს, ჩუქნის სახელმწიფო ანუ ჩვენს ქონებას გაჩუმების ან ოცნებისადმი ლოიალურობის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი კი, საშუალოდ, წლიურად 250 მილიონამდე აღწევს.

საკითხი კი ასე დგას: საქართველოს მოქალაქეები შიშველი ხელებით ებრძვის მონსტრს, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჯამში 500 მილიონზე მეტს ხარჯავს წელიწადში, რათა ჩვენი ერთიანობა გახლიჩოს, მომავლის და გამარჯვების რწმენა დაგვაკარგვინოს, უიმედობა დათესოს, გაგვაღარიბოს, ქვეყნიდან გაგვაქციოს და ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს.

ამის საუკეთესო მაგალითია 15 წლის მოზარდის პოლიციის მხრიდან თვითმკვლელობამდე მიყვანა, მასზე ძალადობა და სისტემური დანაშაულის მიჩქმავლის მცდელობა.

მთელი სახელისუფლებო მანქანაა ჩართული რომ პოლიციას პასუხისმგებლობა აარიდოს და დამნაშავედ სკოლა, საზოგადოება, თანატოლები ან თუნდაც მშობელი გამოიყვანოს.

p.s: შეგახსენებთ რომ დღეს ფეისბუქის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება და 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ფეისბუქის გამოძიების მიხედვით დაკავშირებული იყვნენ ქართულ ოცნებასთან და ბერას სახელთან აფილირებულ სარეკლამო კომპანია “პანდასთან”.

ფეისბუქის ადმინისტრაციის გამოძიებით, ეს გვერდები და ბერას სახელთან დაკავშირებული სარეკლამო კომპანია “პანდა” ასევე დაკავებულნი იყვნენ ერთი მხრივ, ანტი ამერიკული პროპაგანდის გაღვივებითა და მეორე მხრივ, პრორუსული პოლიტიკის გატარებით. 

მოკლედ რომ ვთქვათ: “პანდა” – ეს ბერაა, ბერა ივანიშვილი კი, ძირითადად ამერიკაში ცხოვრობს და როგორც დადგინდა, ანტი ამერიკული პროპაგანდით არის დაკავებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ფეიკ ნიუსებით ქართული ოპოზიის დისკრედიტაციის მცდელობაზე.

489 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი