ანიტა ფაცაციას მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში, მისი ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

“ჩემო საყვარელო ანიტელებო, რამდენიმე წამის წინ მოგვივიდა ხმოვანი შეტყობინება ანიტას დედიკოსგან!

ანიტა თვითმფრინავშია, უკვე ემზადებიან ასაფრენად!

მის დედიკოს ისეთი შეშინებული ხმა ჰქონდა, თქვენს იმედად დავამშვიდე, ვუთხარი რომ ახლავე დავწერთ და მთელი საქართველო გაერთიანდება!

თქვენი სიყვარულის, დადებითი ენერგიის და ლოცვის იმედი გვაქვს! მჯერა, რომ თუ ამდენი ადამიანი გულით მოინდომებს, ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ანიტას ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი.

638 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი