ანიტას მდგომარეობის შესახებ, ოჯახის ახლობლები ტრადიციულად აგრძელებენ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელებას. როგორც მარიკა ხუციშვილი  წერს, ანიტას მაღალი ტემპერატურა კვლავ უგრძელდება, თუმცა ის ასევე ამბობს, რომ თუ ამ დროისთვის ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი დონორი გამოჩნდება, უპირატესობა მიენიჭება გულის გადანერგვას.

42-ე საღამო მშვიდობისა ანიტას გულშემატკივრებო!

🤒 ანიტას უგრძელდება მაღალი ტემპერატურა, რომელსაც ექიმები დამწევი პრეპარატებით არეგულირებენ.ასევე საკმაოდ შეშუპებული აქვს კიდურები.
სავარაუდოდ ტემპერატურა ფეხიდან კათეტერის ამოღების პროცედურამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი უცნობია.

👉🏻 როგორც კი ანიტას ტემპერატურა დარეგულირდება, დაიწყება ინტენსიური თერაპიის კურსი, რომელიც რამოდენიმე პრეპარატის გადასხმას ითვალისწინებს.

🔸თუ თერაპია არ აღმოჩნდება ეფექტური, ექიმი ბალაკრიშნანი ვარაუდობს გულის აპარატის ჩანერგვას.
თუმცა, როგორც მან ანიტას მშობლებთან დღევანდელ საუბარში აღნიშნა, თუ ამ დროისთვის ტრანსპლანტაციისთვის შესაფერისი დონორი გამოჩნდება, უპირატესობა მიენიჭება გულის გადანერგვას.

 არ შეიძლება კიდევ ერთხელ არ აღინიშნოს საქართველოს ელჩის, არჩილ ძულიაშვილის თანადგომა! ბ-ნი არჩილი ყოველდღიურად როგორც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, როგორც თანამემამულე და როგორც ოჯახის წევრი ანიტას ოჯახს ყველანაირ საკითხში ეხმარება.

📸 დღევანდელ ფოტოზე ანიტა მამიკოსთან და ბატონ არჩილთან ერთად არის.

🥰 მადლობა თქვენი სიყვარულისთვის! ერთად გავიმარჯვებთ
საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი

440 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი