ყვარლის გუშინდელ ტრაგედიაზე ადგილობრივი მცხოვრები საუბრობს. ის ადასტურებს, რომ

იქაურ გზებზე უბედურება ხშირად ხდება.

“ტრასაზე ხესთან შეჯახებისას მანქანა შუაზე გადაიხლიჩა, თითქოს რკინა კი არა, რაიმე ჩვეულებრივი რბილი საგანი იყოს. წარმოიდგინეთ, მანქანა რა სიჩქარით მოძრაობდა –  სპეციალისტების თქმით,  200 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარითაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი სიმძიმის დარტყმა არ მოხდებოდა. ავტომანქანა კარჭაულების საკუთრებაა და საჭესთნაც ანრი იჯდა. ამ კატასტროფიდან ერთადერთი ის, ანუ მძღოლი გადარჩა ცოცხალი იმიტომ, რომ შეჯახება მძღოლის მხრიდან არ მომხდარა.

 ავარია შუადღისას მოხდა. გარდაცვლილები კარგი ბიჭები იყვნენ, წესიერი, კარგი ოჯახის შვილები… მომავალიც ჰქონდათ, ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო. დემეტრე აბასაშვილი, ორ დღეში უცხოეთში აპირებდა სამუშაოდ გამგზავრებას. დემეტრე თურმე გზაზე იდგა, როდესაც ბიჭებმა ჩამოიარეს მანქანით და მანქანაში ჩაჯდომა შესთავაზეს… ისიც გაჰყვა და ეს უბედურება მოხდა… დაღუპულებს შორის ყველაზე პატარა ნიკა, შედარებით ნაკლები მატერიალური შესაძლებლობების მქონე ოჯახიდან იყო. მშრომელი ბავშვი იყო, არანაირ შრომას არ უკადრისობდა, რომ საკუთარი ჯიბის ფული ჰქონოდა, 17 წლის ბიჭი ხან ვენახში მუშაობდა, ხან პირუტყვს უვლიდა… დაიღუპნენ მათი ოჯახები, სამი ოჯახი ერთად წამებში განადგურდა…”

კვირის პალიტრა

2 038 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი