29 წლის თამთა ვალიშვილი 3 მცირეწლოვან შვილთნ ერთად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
თამთა ქმრისგან ძალადობას წლების განმავლობაში ითმენდა, თუმცა ბოლოს მასთან ცხოვრება იმდენად გაუსაძლისი გახდა, იძულებული გახდა, ცხოვრება თავიდან დაეწყო.

თამთა ვერ მუშაობს, რადგან პატარებს ვერავის უტოვებს და მხოლოდ კეთილი ადამიანების დახმარების იმედადაა დარჩენილი. ამბობს, რომ არ იცის, როდის მოუწევთ მის პატარებს ღია ცის ქვეშ დარჩენა, რადგან ყოველ თვე 250 ლარს იხდის.

მის 2 წლის პატარას გულის მანკი აქვს, თუმცა მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ გააჩნიათ. 6 წლის მარიამისთვის და 5 წლის ბარბარესთვის ოცნებების ახდენა მარტოხელა დედას არ შეუძლია.

366 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი