სიყვარული არ სურთ, არ შეუძლიათ, ამას ვერ გრძნობენ, იტანჯებიან, ამისგამო ტანჯავენ ერთმანეთს, ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს, მშობლები შვილებს, შვილები მშობლებს, დედმამიშვილები და მეგობრები ერთმანეთს, ერთმანეთს ტანჯავენ ყველა სტატუსის და იერარქიის ქრისტიანები, ტანჯავენ ერთმანეთს ერთმანეთის მაბრალობელნი არადა თავად ბრალეულნი, სიყვარული უცხოა ადამიანისათვის, უცხოა ვერ ცნობამდე, ვერ მიღებამდე, სიძულვილამდე, უსიყვარულობა ტანჯავს ყველას, უსიყვარულობით გმინავს და კვნესის სამყარო, უსიყვარულობა დაამთავრებს ისტორიას, უსიყვარულობამ დატანჯა ღმერთი, უსიყვარულობა აღაზევებს ანტიქრისტეს, უსიყვარულობამ ღმერთი ტანჯული გახადა და უსიყვარულობა მშვიდობას და უსაფრთხოებას დაპირდება ადამიანებს რომელსაც ვერ შეუსრულებს, უსიყვარულობის ამ მორევში ვიხრჩობი მეც, ყოველივე ამის მხედველი თანამონაწილე და დამნაშავე, ერთ-ერთი ყველაზე უსიყვარულოთაგანი. უფალო იესუ ქრისტე შემიწყალე მე.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

149 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი