აუტიზმის სპექტრის აშლილობისა და ასპერგერის სინდრომის შორის გარკვეული განსხვავების პოვნა ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენა პრობლემას. აუტიზმის დიაგნოზს საკმაოდ დიდი ისტორია გააჩნია, მაშინ როდესაც ასპერგერის სინდრომი შედარებით “ახალ” აშლილობას წარმოადგენს (კონკრეტულად, 1944 წელი). თავისი არსებობის მანძილზე, ასპერგერის სინდრომი არაერთხელ შეუყვანიათ და გამოუყიათ აუტიზმის სპექტრიდან. დღეს ასპერგერის სინდრომი სტანდარტიზირებულ დიაგნოზს წარმოადგენს, თუმცა მიეკუთვნება აუტიზმის სპექტრის აშლილობების სახეს.

მთავარი განსხვავება აუტიზმის სპექტრისა და ასპერგერის სინდრომის მქონე ინდივიდებს შორის არის ინტელექტუალური მონაცემები. აუტიზმის დიაგნოზის მატარებელ ადამიანებს ხშირად IQ მონაცემი ნორმაზე დაბალი აქვთ, მაშინ როდესაც ასპერგერის დროს ეს მაჩვენებელი ნორმის ტოლია, ხშირად უფრო მაღალიც.

ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს უჭირთ ხუმრობების, არაპირდაპირი მნიშვნელობით ნათქვამი ფრაზების გაგება, ვერ ავლენენ ადეკვატურ რეაქციას ახვადასხვა მოვლენებზე, აქვთ არავერბალური კომუნიკაციის პრობლემები (ხმის ტემბრი და სიმაღლე, დისტანციის დაჭერა), არიან მოუხერხებელნი, შეიძლება იყვნენ ჰიპერსენსიტიურები შუქისა და ხმების მიმართ. ამის გამო ისინი ხშირად ირიყებიან სოციუმიდან. შესაბამისად, ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვები ხშირად იკეტებიან საკუთარ თავში და უცლიდენათ დეპრესია/შფოთვა. გამომდინარე აქედან, ასპერგერის სინდრომი სერიოზულ და საკმაოდ პრობლემურ აშლილობას წარმოადგენს, რომელიც იმსახურებს ადეკვატურ ყურადღებას, მიუხედავას იმისა, რომ მისი ნიშნები უფრო მსუბუქია, ვიდრე აუტიზმის.

წყარო:1. www.autismspeaks.org
2. www.otsimo.com

სპეციალურად საიტისთვის: ნინი ბაბლუანი

www.ReadTime.ge

759 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი