დეკანოზი თეოდორე გიგნაძე♥️ ( 28.10.2019)

მე მოგიწოდებთ ყველას, ვიყოთ ბრძენნი, მშვიდნი, გაწონასწორებულნი და მეომარნი ქრისტესნი, რადგან იწყება ძალიან მძიმე გამოწვევები. თითოეული ჩვენგანის რწმენა გამოიცდება. გამოჩნდება, აქ რომ დგახართ, რამდენად ხართ ქრისტესთვის მოსული, თუ რელიგიურ გრძნობებს იკმაყოფილებთ?

მე მინდა, რომ ჩვენ ყველამ ერთად გავუძლოთ, მეც თქვენთან ერთად გავუძლო ამ გამოცდას, ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ქრისტე ჩვენთვის იქნება სამოთხე!

ევქარისტია(ზიარება) რომ სამოთხეა, ვისაც ეს განუცდია, არის გარანტი იმისა, რომ ანტიქრისტემ, არსად რომ არ დაიდგას ტახტი და აქ დაიდგას ტახტი საქართველოში, თვით ეშმაკი რომ ამოვიდეს მიწიდან, ყველა სასულიერო პირი რომ გავგიჟდეთ და ქვების სროლა დავიწყოთ, შენს რწმენას ვერ შეარყევს ვერაფერი! აი, ეს არის გადარჩენა ჩვენი ეკლესიისა, ჩვენი ერისა და თითოეული ჩვენგანისა.

407 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი