გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა. ახალგაზრდას ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა.

„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ახალგაზრდა მამაკაცს აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი 3 ჭრილობა. ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, გაუკეთდა ოპერაცია. ამჟამად პაცინტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, დავით გასიტაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

209 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი