ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, გრიგორი კარასინის ნათქვამს გამოეხმაურა, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

კეკელიძის თქმით, ის უარს ამბობს მსგავსი ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე.

“ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონი კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.
დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს.

მე კი ახლა საფრანგეთში ვარ, სადაც სწორედ ამგვარი ქართული ცენტრის გახსნაზე ვმუშაობთ”, – წერს გიორგი კეკელიძე.

დღეს დილით, რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, რია ნოვოსტიმ გაავრცელა გრიგორი კარასინის კომენტარი. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში კარასინი ამბობს, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება.

კარასინის თქმით, ახალი ცენტრი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრამავებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ ცენტრის გახსნაზე თბილისში რუსული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ პრეზენტაცია ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

72 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი