რატომ უნდა უყუროთ, The Crown-ის მესამე სეზონს, რომლის პრემიერაც ნოემბერში გაიმართება, ამის შესახებ უკვე გიამბეთ, ხოლო რატომ უნდა დაელოდოთ მოუთმენლად შემდგომ, მეოთხე სეზონს ამას ახლავე გაგაცნობთ. მაყურებლების რჩეული სერიალის The Crown-ის გულშემატკივრებს წინ სამკაოდ საინტერესო პრემიერა გელით, თუმცა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ისინი მეოთხე სეზონის ხილვას იმაზე მალე მოახერხებთ, ვიდრე ეს წარმოგედგინათ.

რატომ მეოთხე სეზონი? – პასუხი მარტივია, ამ სეზონში სამეფო ოჯახის გულშემატკივრების ერთ-ერთი საყვარელი მონარქი, პრინცესა დიანა გამოჩნდება. მის როლს დამწყები მსახიობი ემა კორინი ასრულებს.

ახალი სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია და პაპარაცებმა პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დიანას როლის შემსრულებლები, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას დააფიქსირეს. ეპიზოდი, უელსის პრინცისა და პრინცესას 1983 წლის ოფიციალურ ვიზიტს ეხება ავსტრალიაში.

მეოთხე სეზონის სიუჟეტის შესახებ მაყურებლებისთვის სულ რამენიმე დეტალია ცნობილი, მათ შორის ისიც, რომ ახალი სეზონი პრინცესა დიანას ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, გათხოვებამდე და მას შედეგ.

მესამე სეზონის თრეილერი

80 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი