– როგორ ფიქრობთ, როდის ვსწავლობთ სიყვარულს?

  • მაგალითით გეტყვით: არსებობს ორი ლეკვი, ორივე ლამაზები და ფუმფულები, ერთი შენია, ერთი – სხვისი, შენ რომელი გიყვარს? რატომ გირჩევნია შენი? რამდენი გაწვალა, აგერ დასვარა ყველაფერი, დაღრღნა, მაგრამ რატომღაც უფრო გიყვარს.

    ე.ი. შენ როდესაც ვიღაცისთვის იხარჯები, მაშინ სწავლობ სიყვარულს და თუ არავისთვის იხარჯები, მაშინ სიყვარულს ვერასოდეს ისწავლი.

    ვიღაცისთვის დაიხარჯე, ნიშნავს იმას,რომ მისთვის დრო დახარჯე, ნერვებითაც დაიხარჯე, იმიტომ რომ შეიძლება გაგაბრაზოს, შეიძლება ისე არ მოიქცეს, როგორც საჭიროა, შეიძლება უმადურობაც გამოავლინოს, შეიძლება შენ სიკეთე გაუკეთე და იმან არ გაგიკეთა სანაცვლოდ, ამ სიტუაციაში, შენ თუ ყველაფერს ითმენ და მაინც ცდილობ გიყვარდეს, აი, ამ დროს ისწავლება სიყვარული.

112 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი