ბავშვობა წამართვა ! ახლაც მახსოვს მისი მზერა , ხელი. მახსოვს … თავიდან პარკში სათამაშოდ წამიყვანა. მაშინ 7 წლის ვიყავი”ამის მერე დაიწყო ძალადობა და სამი წელი გრძელდებოდა. ” მოძალადე ბიძა იყო … “როცა სახლში მოდიოდა არ მიხაროდა, ვიცოდი მე და ჩემს 5 წლის ძმას პარკში წაგვიყვანდა. იქ როგორც ბიძა ისე გვექცეოდა, მაგრამ პარკიდან ქუჩის ბნელ კუთხეში მივყავდით … თავიდან სათამაშოდ მაგრამ… ბიძა ჩემს ძმაზეც ძალადობდა. როცა სახლში მარტო ვრჩებოდით ყოველთვის ასე ხდებოდა , ჩემს ძმას ვერ ვიცავდი და ვერც საკუთარ თავს . მეშინოდა, მრცხვენოდა , ერთ დღესაც დედამ ჩალურჯება შეამამჩნია მე და ჩემი ძმა ავტირდით და ყველაფერი მოვყევით. დიდი ტკივილი გადავიტანეთ, ჩვენ დღესაც ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს. არავინ დასჯილა, არავინ ჩარეულა. ასე მარტო გადავიტანეთ ყველაფერი .
დღეს ანა 28 წლისაა, ძმა 26-ის, ისინი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდნენ ამბობენ , რომ ფსიქოლოგის დახმარება კვლავ ესაჭიროებათ. ადამიანების რწმენა დაკარგეს. მარტოსულები და გარიყულები არიან. საკითხი მშობლებთან დღემდე ტაბუდადებულია, ბიძა ყველამ ამოშალა ნათესავების სიიდან, თუმცა დამნაშავე არ დასჯილა .
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა: www.ReadTime.ge