ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით თელავის მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები ეყოლება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მუნიციპალიტეტებისთვის  175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტი გარდა თელავის მუნიციპალიტეტისა, ქუთაისის, გორის,  ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას.

ტენდერი ორ ლოტად გამოცხადდა, პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა.

,,მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის (GUTEP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ავტობუსებისა და შესაბამისი მომსახურების შესყიდვა. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვას”,– განაცხადეს მუნიციპალუი განვითარების ფონდში.

ავტობუსების შეძენის მიზანია რეგულარული სერვისის შექმნა ავტობუსების პარკის განახლებითა და არსებული სატრანსპორტო კომპანიების შესაძლებლობების გაუმჯობესების ან ახალი კომპანიების ჩამოყალიბების გზით.

650 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი