ძლიერი აფეთქება გურამიშვილის გამზირზე, დღეს დილით დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა. აფეთქებულია საცხოვრებელი კოპუსის სამი სართული. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სხელდება. თბილისი ენერჯის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირდა წყლი კუსტარულად დამონტაჯებული გამაცხელებელი და მათი წარმომადგენლის მიერ დაფიქსირდა და გაფრთხილება დაიწერა, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული გამაცხელებლის ბინაში დატოვება.
მეზობლები ჰყვებიან, რომ აფეთქება იყო ძალიან ძლიერი. მათი თქმით, ბინა გაქირავებული არ ყოფილა და იქ ახალგაზრდა კაცი ცხოვრობს, რომელიც ამ დროისთვსი საავადმყოფოში მძიმე დამწვრობით არის გადაყანილი.
“მიღებული აქვს 60% დამწვრობა, შემოიყვანეს დილის 9 საათზე, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია, მამაკაცი არის 38 წლის. ჭრილობა უბნობრივად არის გაფანტული სხვადასხვა ადგილას, სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს მიღებული” – განუცხად ჟურნალისტებს ექიმმა გიორგი დავლიანიძე
“ყველაფერი დანგრეულია, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ყველაფერი დამსხვრეულია. მესამე სართულზე, სადაც აფეთქება მოხდა ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა, ძალიან კარგი ბიჭია, უცოლო, დედისერთა ბიჭი. ყველა მაგაზე ვგიჟდებით, როგორ არის და 70 % აქვს სხეულის დამწვრობა მიღებული. არ ვიცით როგორ არისდა ყველა მაგ ბიჭზე ვნერვულობთ” – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

565 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი