თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას საქმის არსებით განხილვას დღეს იწყებს. საქმე ეხება 20 ივნისს მომხდარ მოვლებენს და ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შემთხვევაში, მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წინა სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა მელიასთვის მოეხსნა აღკვეთის ღონისძიება – ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება და შინა პატიმრობა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავჯდომარეს თავდებში პარტიის 6 დეპუტატი უდგებოდა.

623 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი