THE SUN-ის ინფორმაციით, 16 წლის დეტროიტელი თინეიჯერი გოგონა, რომელმაც თავის ახალშობილ გოგონას კისერში დანის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორსულმა თინეიჯერმა დამოუკიდებლად იმშობიარა საკუთარ სააბაზანოში, რომლის შემდეგაც მან ახალშობილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი მოკლული შვილი სხეული ხელჩანთაში მოათავსა, ჩანთა კი საძინებლის კარადაში ჩაკეტა.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, გოგონა ცუდად გახდა და მძიმე მდგომარეობის გამო, მისმა ოჯახის წევრმა დარეკა 911-ში- იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა დაადგინეს, რომ მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობა განპირობებული იყო მშობიარობის გამო. გოგონამ საბოლოოდ ექიმებთან საუბარში აღიარა,რომ მან დამოუკიდებლად იმშობიარა და განუცხადა მათ, რომ ახალშობილი მოკლა. როგორც უკვე ცნობილი გახდა, გოგონას დედამ არ იცოდა შვილის ორსულობის შესახებ.

სამართალდამცავები არ ასაჯაროებენ მკვლელის სახელსა და გვარს მისი არასრულწლოვნების გამო.

834 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი