ბოლო ერთი წლის მანძილზე არაერთი ცნობილი ქართველი დაქორწინდა. ზოგიერთმა დიდხნიანი სასიყვარულო რომანი დააგვირგვინა, ნაწილის დაოჯახება კი საზოგადოებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

ბოლო ერთი წელია, ხალხი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებას აქტიურად განიხილავს. ტელეეკრანებიდან ის მოულოდნელად გაქრა და გავრცელდა ჭორები, რომ ირაკლი ნანაძეზე დაქორწინდა. თუმცა, წყვილს ურთიერთობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და არც მათი ქორწილის ფოტოები გავრცელებულა. მიუხედავად ამისა, ერთი კვირის წინ შორენამ სოციალურ ქსელში განქორწინების მოწმობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც მისი სახელია აღნიშნული. როგორც ჩანს, ჭორები მართალი იყო – შორენამ და ირაკლიმ მამულად იქორწინეს, თუმცა მალევე დაშორდნენ. მსახიობი ბიზნესმენს 8 წლის განმავლობაში ხვდებოდა.

    

ერთი თვის წინ თბილისში ნანუკა გოგიჩაიშვილის მომავალ ქორწილზე ალაპარაკდნენ. სექტემბრის დასაწყისში მოდელს ხელი ბიზნესმენის და დეპუტატის, კობა ნაყოფიას ვაჟმა სთხოვა. ნიკამ ნანუკას სიურპრიზი მოუწყო და ცოლობა სრულიად მოულოდნელად სთხოვა. ნიკა და ნანუკა ურთიერთობას თვეების მანძილზე საგულდაგულოდ მალავდნენ. ნაყოფიასთვის ეს მეორე ქორწინება იქნება. მისი ყოფილი ცოლი “მის საქართველო 2008” ხათუნა სხირტლაძე იყო. წყვილს საერთო ვაჟი ჰყავს.

როგორც ჩანს, წლევანდელი წელი მოდელების პირადი ცხოვრებაში გამორჩეული აღმოჩნდა. ივნისში “მის სა­ქარ­თვე­ლო 2011” ჟანეტ ქერდიყოშვილი ​ცნო­ბი­ლ ტე­ლეპ­რო­დუ­სე­რსა და წამყვანზე, ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძეზე დაქორწინდა. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადა. ჟანეტმა და ნოემ  ჯვრისწერისთვის ტრადიციული სამოსი შეარჩიეს. საქორწინო წვეულებაზე კი “მის სა­ქარ­თვე­ლომ” კიდევ ორი სხვა კაბა მოირგო. ამჟამად ჟანეტი ორსულადაა და მალე დედა გახდება.

 

“მის საქართველო 2011”-ს არც 2015 წლის ყველაზე ლამაზი ქართველი გოგო ჩამორჩა. ნუკა ყარალაშვილმა ივლისში ზაზა ტყეშელაშვილზე იქორწინა. მათ ჯვარი დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს. ნუკას აბრეშუმის, ტრენდული კაბა ეცვა. თაფლობის თვე წყვილმა პორტუგალიაში გაატარა.

   

სექტემბრის დასაწყისში “მის საქართველო 2013” ანა ზუბაშვილი გია გოგუაძეზე დაქორწინდა. ორწლიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, გიამ მას ხელი ვენეციაში, ანას დაბადების დღეზე სთხოვა. პატარძალი ძალიან სექსუალურად გამოიყურებოდა მან თამამად შეხსნილი, კორსეტიანი კაბა შეარჩია.

  

ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის ქალიშვილი ივლისში გათხოვდა. ბაია კუზანოვას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. წყვილმა ხელი კუზანოვების სახლის ეზოში მოაწერა. ბაიას სადა თეთრი, მოკლე კაბა ეცვა. რაც შეეხება ნინო ნადირაძეს, მან ქორწილში სამოსი სამჯერ გამოიცვალა. ხელის მოწერაზე ჟოლოსფერი კაბა ეცვა, სტუმრების დასახვედრად ის ლურჯ, აბრეშუმის გრძელ კაბაში გამოეწყო. საღამოს კი ისევ გამოიცვალა და ვარდისფერი შარვალი და პიჯაკი მოირგო.

2019 წელი კიდევ ერთი წყვილისთვის აღმოჩნდა ბედნიერი. “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ირაკლი ჩხიკვიშვილი გაია ხაჩიძეზე დაქორწინდა. ირაკლის მაყურებელი “ზურაშას” როლით იცნობს. წყვილმა ჯვარი მთაწმინდაზე დაიწერა. დაქორწინებამდე კი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მათ უკვე შვილიც შეეძინათ. გაია აჩი ფურცელაძის ყოფილი ცოლია. მას მომღერალთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ.

 

ლევან (ჭოლა) წულაძემ და მსახიობმა მანანა კაზაკოვამ ამ ზაფხულს ქალიშვილი გაათხოვეს. თინათინ წულაძე, რომელიც სუხიშვილების მოცეკვავეა, ცოლად გიორგი კოტეტიშვილს გაჰყვა. მათ ქორწილი კვარიათში, “რაკუშკებში” გადაიხადეს.

ქალაქში ნანიკო ხაზარაძის გასაიდუმლოებულ ქორწინებაზეც ჭორაობდნენ. გავრცელდა ხმა, რომ ტელეწამყვანმა ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის ძმაზე იქორწინა. ნამდვილად გააოფიციალურეს თუ არა ურთიერთობა ნანიკომ და ლევანმა უცნობია, თუმცა ურთიერთობას რომ არ მალავენ ეს მათი სოციალური ქსელებიდანაც ჩანს.

 

15 ოქტომბერს კი კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი შეემატა ქართულ შოუ ბიზნესს. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ანი ჩირაძე და ცნობილი შეფ-მზარეული, კონსტანტინე თედელური მოულოდნელად დაქორწინდნენ. მათ ხელი თელავის იუსტიციის სახლში ექსპრომტად მოაწერეს.

  

ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

 

1, 483 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი