7 წლის გოგოს დედა, რომლის ვიდეოს გამოჩენას სოციალურ ქსელში სკანდალი მოჰყვა, ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის,” – წერს ქალი.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პატარა ქართველი გოგონა სექსუალურ ფორმაში გამოწყობილი ცეკვავს, საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. ვიდეოს ფსიქოლოგები, უფლებადამცველები გამოეხმაურნენ და შსს-ს და სოციალურ სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდეს. უფლებადამცველების განცხადებით, ბოლო დროს ძალიან მოიმატა საქართველოში პედოფილიის ბრალდებით დაკავებული პირების რიცხვმა და მშობლებს მეტი ყურადღება და სიფრთხილე მართებთ.

639 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი