“ევროპული საქართველოს” დეპუტატი თარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

„საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, – აღნიშნა სილაგაძემ.

აღნიშნული განცხადების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა გაოცება გამოხატა, იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატმა ინფორმაცია ტელევიზიიდან მიიღო. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს.

რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა,  “-უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“ .

657 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი