ყველა აგებს ღვთის წინაშე პასუხს… არა მხოლოდ ქმედებების გამო, გაფიქრებისთვისაც…. უდანაშაულო ლანძღვას და შეურაცხყოფას გულში ნუ ჩაიდებ, საერთოდ არ მიაქციო ყურადღება. გადექი გვერდზე და ღმერთს მიანდე… არ დარჩე წამითაც კი იმ გარემოში, სადაც ყველაფრის გამო გაკრიტიკებენ… იმიტომ კი არა, რომ მოსასმენად არის ძნელი… უბრალოდ, მცდარ, არშემდგარ ადამინებს არ აგრძნობინო, მართლები არიან… ისინი ვერასდროს მიხვდებიან შენს თავმდაბლობას და ღირსებაში კი არ ჩაგითვლიან… პირიქით, სალაპარაკო არ დავუტოვეთ და თავი ამიტომ დახარაო, გაიფიქრებენ… არც კამათს აქვს აზრი… ზოგისთვის კამათი უაზრო და უსაფუძვლო შეხედულებების რეალიზების საშუალებაა… სიტყვა შეარჩინე და გაიარე… ყველა ასე რომ მოიქცევა, მიხვდებიან, რომ უკონტროლო სიტუაციაში იმყოფებიან… და საერთოდ, ნუ დარჩები იქ, სადაც მძიმდები… ხელოვნური ურთიერთობები არასდროს მოიტანს სასიკეთო შედეგს… მოლაყბეების როლია-ილაყბონ… არც დაუშალო… ბოლოს საკუთარ თავთან შევლენ კონფლიქტში და აუცილებლად იგრძნობენ, რომ საკუთარი ტყუილების, დამახინჯებული მორალის და პატარა ადამიანობის მსხვერპლი გახდნენ!..

მამა პეტრე

77 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი