75 წლის “სიურეალისტი” მხატვარი –  ფრიდონ ნიჟარაძე უშგულიდან:

“ბავშვობიდან ვხატავ. ვხატავდი თოვლზე, მიწაზე, ცარცით, ფანქრით და შემდეგ ტილოზე. მიყვარს ვანგოგი და სალვადორ დალი. ტილოებზე ჩემი წარმოსახვა ჩანს რეალობა ჩემთვის სიზმარია. ადამიანები არასოდეს მაღიარებდნენ, ჩემი გამორჩეულობის გამო.

ბოლო დროს, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ერთი წელია ხელში ფუნჯი არ მჭერია.”

მისი ნახატები ერთნაირად აოცებს უშგულელებს და უცხოელ სტუმრებსაც. ბოლო დროს მხატვარი თავს შეუძლოდ გრძნობს და სახლიდან იშვიათად გამოდის. მისი ნამუშევრების გამოფენა,  სავარაუდოდ ოქტომბრის თვის ბოლოს გაიმართება თბილისში.

სპეციალურად საიტისთვის მუშაობდა: ნინი ბაბლუანი.

www.ReadTime.ge

777 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი