სახეში გარტყმა საშიში არ არის. ჩვენ ხომ ყოველთვის ვიცით, ვინ არიან ჩვენი მტრები. აი, ზურგში კი… რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღედეს, ჩვენ ზურგში დარტყმას ყველაზე, ყველაზე ახლობელი ადამიანები გვაყენებენ, რომელთაგანაც, ყოველთვის, მხოლოდ, საპასუხო მადლიერებას, სიყვარულსა და მზრუნველობას ველით. ისინი ხომ ყველაზე ახლობლები არიან და ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენთ, რომ მათ შეუძლიათ ტკივილი მოგვაყენონ. ეს როგორ? ჩვენი აზრით ხომ, მეგობრებო, მათ მხოლოდ კარგს ვუკეთებდით… მაგრამ, ნუთუ სინამდვილეში ასეა? შესაძლოა, ვცდებით. ეს ხომ ხალხისთვის დამახასიათებელია. და შემდეგ? შემდეგ: სიყვარულიდან სიძულვილამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯია! და აი, დარტყმაც. თანაც, ისეთი მტკივნეული… ყველაზე, ყველაზე მტკივნეულ ადგილას.

და შემდეგ, ხდება ასე, რომ ტკივილს გრძნობ არა ძლიერი დარტყმის შედეგად, არამედ – მწარე წყენისგან! ჩვენ უმალ ვუსვამთ კითხვას ჩვენს სინდისს: “მე მოვიქცეოდი ასე?” არა, ჩვენ ვფიქროთ, რომ – არასდროს… და სწორედ აქ ვუშვებთ ყველაზე დიდ შეცდომას! ჩვენი ახლობლები ხომ ჩვენ არ ვართ! მათ, ხშირად, სავსებით სხვა წარმოდგენა აქვთ სიკეთესა და ბოროტებაზე.

რომ არ გვეტკინოს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები სრულყოფილები არ არიან. ისინი მხოლოდ ადამიანები არიან, ცოდვილნი, ჯერ კიდევ ადამისა და ევას დროიდან მოყოლებული. სრულყოფილი მხოლოდ ის არის. მას შეგვიძლია, და რაც მთავარია – უნდა ვენდოთ კიდევაც. ადამიანებსაც უნდა ვენდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს ცხოვრებას. მაგრამ სული… სული არასდროს უნდა გააშიშვლოთ მათ წინაშე. ცუდად დამთავრდება…

თუმცა… მე მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ვარ და ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია… შეგიძლიათ, არც დამიჯეროთ…

ლ. ჩერნოვეცკი

784 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი