საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება. ეს მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარებას უკავშირდება. გამოცდები სკოლის შენობებში ტარდება, რას სასწავლო პროცესის შეჩერებას გამოიწვევს. გამოცდები 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.

აღსანიშმნავია, რომ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

სკოლების ჩამონათვალი, სადაც
არდადეგები დაინიშნა:

თბილისის N147 საჯარო სკოლა
თბილისის N117 საჯარო სკოლა
თბილისის N175 საჯარო სკოლა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ბათუმის N10 საჯარო სკოლა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა
ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა
ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა
ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის 41-ე სკოლაში არდადეგები შეეხებათ Vვ კლასისა და VI- XII კლასების მოსწავლეებს, ბათუმის N10 საჯარო სკოლაში V-XII კლასებს. ზემოთ ჩამოთვლილ დანარჩენ სკოლებში კი, არდადეგები ყველა კლასის მოსწავლეზე გავრცელდება.

895 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი