სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩალში, ბაბუამ შვილიშვილი დაჭრა. ახალგაზრდა მამაკაცს დახმარება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გაუწიეს. ჩვენი ინფორმაციით, მას დაზიანება მიყენებული აქვს ბლაგვი საგნით. მკურნალი ექიმის განცხადებით, დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტზე, შს სამინისტროს მიერ დაკავებულია 80 წელს გადაცილებული მოხუცი მამაკაცი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით, რაც ოჯახური კონფლიქტის დროს, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

659 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი