საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიტენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო აპრილში გადადგა და ქრიზანთემის ტახტი, რომელიც იაპონიის ეროვნული სიმბოლოა, თავის ვაჟს, ნარუჰიტოს დაუთმო.

ასევე, ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილს  შეხვედრები დაგეგმილი აქვს იაპონიის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. ხოლო ორმხრივი შეხვედრის ფორმტში სალომე ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ ვან დერ ბელლენისთან და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერმენ სარქისიანთან.

ზურაბიშვილმა უკვე გამართა შეხვედრა იაპონიაში ქართულ დიასპორასა და ქართველ სპორტსმენთან ლევან გორგოძე – ტოჩინოშინთან და ფოტოს სოციალურ ქსელში (Facebook.com) ავრცელებს.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი იაპონიაში სამუშაო ვიზიტს 25 ოქტომბერს დაასრულებს.

608 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი