დღეს 26 ოქტომბერს, ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა. მას 60 წელი შეუსრულდებოდა.მსახიობი 2017 წლის 11 ოქტომბერს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ქართული კინოს მშვენება ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დებიუტი კინოში 12 წლის ასაკში შედგა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით.

განსაკუთრებული პოპულარობა თენგიზ აბულაძის ფილმში „ნატვრის ხე“ მარიტას როლის შესრულებით მოიპოვა.

დღემდე, „მარიტა“ ყველა დროის ულამაზესი ქართველი ქალის ეტალონად ითვლება.

12 წლის იყო, როდესაც მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს.

შემდეგ იყო: „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ (1973), „სიყვარული, ივერია და…“ (1975), „კავკასიური რომანსი“ (1975), „ნატვრის ხე“ (1976), „პეპელა“ (1977), „სათადარიგო ბორბალი“ (1978), „დიუმა კავკასიაში“ (1979) და ა.შ.



10
FaceBookGoogle+ 9060
956 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი