ფილიპინელმა გელ როდრიგესმა ნორმაზე მძიმე ხელბარგისთვის თავის არიდების მიზნით ორიგინალური ხერხი მოიფიქრა. მისი ბარგი 9 კგ.-ს იწონიდა და გელმა ის 6,5 კგ.-მდე შეამცირა, რისთვისაც ბარგში არსებული ტანსაცმლის ნაწილი ჩაიცვა.

“როდესაც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ხელბარგის მაქსიმალური წონა 7 კგ უნდა იყოს, მე ვუპასუხე – არ არის პრობლემა,” – წერს როდრიგესი ფეისბუქგვერდზე და საკუთარ ფოტოს აქვეყნებს, რომელზე მას 5 მაისური, სამი შარვალი და სამი ქურთუკი აცვია.

გელი არ ელოდა, რომ მისი პოსტი ასეთი პოპულარული გახდებოდა. მის სურათს 33000 “like”-ი, 1000 კომენტარი და 2000 “share”-ი აქვს, ამსასთან ამ ფაქტის შესახებ მსოფლიოს რამდენიმე ინტერნეტ გამოცემამ, მათ შორის Daily Mail-მა დაწერა.

“რომ მცოდნოდა, ეს სურათი ასეთი ვირუსული იქნებოდა, უფრო ვიპოზიორებდი,” – აცხადებს გელი.

when the airline staff at the check in counter said: “EXCESS NA PO KAYO, 7kg lang po allowed na hand carry.”me: NO PROBLEM! 😏*from 9kg to 6.5kg baggage 😅#ExcessBaggageChallengeAccepted

Posted by Gel Rodriguez on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2019

798 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი