“შენ ღმერთი ვინ გგონია ? წვერებიანი ბაბუა ? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის ?

ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ არ იცი ,რომ ღმეთია. ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი სხვაგან რომ იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი ჩვენში რომ არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე…!

ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო.

აბა ღმერთმა თუ თავისი საქმე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ გითხრა ღმერთი ვარ! მიწამწეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს.

ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს! ”

ნოდარ დუმბაძე – ” მზიანი ღამე ”

სპეციალირად საიტისთვის: ნინი ბაბლუანი.

www.ReadTime.ge

127 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი