ფსიქოლოგი ნათია წერეთელი:
ბავშვის ცხოვრების პირველი წლები ეს არის მოტორული და სოციალური ფუნქციების სწარფი განვითარების პერიოდი. ბავშვს უცხოს მიმართ შიში უჩნდება 8 თვის ასაკიდან და შემდეგ უვითარდება მოჯაჭვულობის ობიექტთან განშორების შფოთვა. 1 წლის ბავშვს უნდა ჰყავდეს უსაფრთხო მიჯაჭვულობის ობიექტი. ბავშვისთვის 6 თვიდან 3 წლამდე მიჯაჭვულობის ობიექტთან განშორება ძალიან სტრესულია. ადაპტაციური მიჯაჭვულობა ხასიათდება შესაბამისი ბალანსით უსაფრთხოებასა და შემცნებას შორის. 1 წლის ბავშვს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს კვების და ძილის პატერნები.
უპირობოდ, სპეციალისტების ჩარევის და კონკრეტულ სიტუაციაზე მორგების გარეშე ინტერნეტ სივრციდან არცერთი მეთოდის გამოყენება ბავშვის აღზრდასთან მიმართებაში არ არის რეკომენდირებული. სხვა შემთხვევაში ის ბავშვზე ჩატარებულ ექსპერიმენტს ჰგავს, რომლის დროსაც შედეგების გაუთვალისწინებლად ხდება ბავშვის ფუნდამენტალური უფლებების ხელყოფა.
ყველა მეთოდს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც კვლევებითაა დადასტურებული და ერთპიროვნულად, ამ მეთოდების უპირობო მიღებიდან და გამოყენებიდან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგების გაუთვალისწინებლად მისი პრაქტიკული გამოყენება არაა რეკომენდირებული.
ამ შემთხვევაში საუბარი მინდა რიჩარდ ფერბერის ძილის მონიტორინგის მეთოდზე.
ლიტერატურაში ძილის ტრეინინგის რამდენიმე მეთოდია აღწერილი. ამ მეთოდებიდან ცნობილია რიჩარდ ფერბერის მეთოდი. ის შემდგომში მდგომარეობს:
1. როდესაც პატარას ეძინება, მოამზადოთ ძილისთვისმისთვის უკვე ნაცნობი რუტინით და ჩაუქრეთ შუქი, ჩააწვინეთ თავის საწოლში;
2. უსურვეთ მშვიდობიანი ღამე და გადით ოთახიდან, თუნდაც ტირილი დაიწყოს. წინასწარ განსაზღვეული დროით დატოვეთ მარტო.
3. თუ ისევ ტირის, შებრუნდით რათა დაამშვიდოთ დამოეფეროთ, ხელში არ აიყვანოთ და შუქი არ აუნთოთ, ხმადაბლა ესაუბრეთ, მხოლოდ ერთი-ორი წუთით და ისევ დატოვეთ, თუნდაც ისევ ტიროდეს.
4. ამჯერად და ყველა მომდევნო ჯერზე ცოტა დიდი ხნით დატოვეთ მარტო, ვიდრე წინაზედა ისევ მხოლოდ 1-2 წუთით შეაკითხეთ დასამშვიდებლად.
5. გააგრძელეთ მანამ, სანამ პატარას თავისით არ ჩაეძინება მარტო ყოფნისას.
6. თუ ღამით ისევ გაეღვიძა, იგივე მეთოდით დააძინეთ და დაიწყეთ ამ ღამისთვის საწყისი დროის ინტერვალით;
7. ყოველ მომდევნო დღეს გაზარდეთ დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც პატარა მარტოა ოთახში. ფერბერის მიხედვით 3-4 ღამის შემდეგ პატარა თავისით დაიძინებს, მაქსიმალური ვადა ერთი კვირაა. თუ პატარა ძლიერ ჭირვეულობს, მაშინ რამდენიმე კვირა ადროვეთ და შემდეგ ისევ მიუბრუნდით ამ მეთოდს.
დროის რეკომენდირებულ ინტერვალებია:
• ტრეინიგის პირველ ღამეს პრველად დატოვეთ თქვენი პატარა ჯერ 3 წუთით, მეორედ – 5, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე 10 წუთით;
• მეორე ღამეს დატოვეთ ბავშვი 5 წუთით პირველად, მეორედ 10, ხოლო მესამედ 12 წუთით;
• გაზარდეთ ინტერვალები ყოველ მომდევნო ღამეს.
გახსოვდეთ, რომ ეს მხოლოდ საორიენტაციო ინტერვალებია და თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელიპერიოდი დასაწყისისთვის და შემდეგ გაზარდოთ.
რიჩარდ ფერბერის მეთოდი არ არის გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც ყველა მშობელმა უნდა ისარგებლოს და რომელსაც უკუჩვენებები არ გააჩნია. არის კონკრეტული კვლევები, რომლებშიც საუბარია ამ მეთოდის უარყოფით გავლენებზე. არის რისკი, ამ მეთოდმა ბავშვში მიტოვებულობის განცდის აქტივაცია გამოიწვიოს. (გასათვალისწინებელია თითოეული ბავშვის ტემპერამენტი, განვითარების ბიო ფსიქო სოციალური ფაქტორები). ბავშვის აღზრდის ზოგიერთი პატერნები პირდაპირ კავშირშია ფსიქიკური პროვბლემების განვითარებასთან , როდესაც საქმე გვაქვს არათანმიმდევრული ან გადამეტებულად მკაცრ დისციპლინურ მიდგომებთან, რომელიც შემდგომში ფსიქიკური პრობლემების სერიოზული რისკ ფაქტორი ხდება. ნებისმიერ მეთოდს, რომელიც ბავშვის ძილის დასარეგულირებლად შეიძლება იყენებდეს მშობელი, ესაჭიროება კონკრეტულ სიტუაციაზე მორგება და სპეციალისტის მონიტორინგი. ბევრი ბავშვისთვის მარტო დაძინება სიბნელეში შიშის მომგვრელია. 3 წლის ასაკამდე ბავშვისთვის აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი მიჯაჭვულობის ობიექტთან, რომლის დანახვაზე, შეხებაზე, მოფერებასა და ჩახუტებაზე ის თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს. 1 წლის ასაკის ბავშვს არა აქვს კოგნიტური რესურსი გაიგოს სად გაქრა მიჯაჭვულობის ობიექტი, რატომ არ არის მის გვერდით, რატომ ხდება მისი საჭიროებების და მოთხოვნების იგნორირება. დაძინება ამ შემთხვევაში ხდება მისი ტირილისგან დაღლის და გამოფიტვის ხარჯზე და არა ამ მდგომარეობის შეგნებულად გააზრების და მიღების ხარჯზე. ბავშვის მარტო, ბნელ ოთახში დატოვება მის დასჯასთან ასოცირდება. ბავშვი ამ დროს იწყებს ტირილს, რითაც ის საშველად უხმობს მიჯაჭვულობის ობიექტს, რომლის მოსვლის იმედსაც იგი კარგავს. ეს პროცესი აუცილებლად იქნება შემდგომში სიბნელის შიშთან და სხვა ბავშვთა სხვა ფობიებთან ასოცირებული. პერმანენტული ტირილი, გაღიზიანება, აუტოაგრესია და სხვა ნევროტული გამოვლინებები როცა იკვეთება, ეს სიგნალია, რომ ბავშვი არის სტრესის ქვეშ და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს ბავშვზე სტრესის ზემოქმედება. რეკომენდირებულია ნებისმიერ შემთხვევაში გამოკვლევა სპეციალისტის მიერ თუ რა პირობები და მოვლის სტრატეგიები შეცვალა მშობელმა. დეტალურად იქნეს შესწავლილი ის ფაქტორები, რაც წინ უძღვოდა ბავშვის ქცევის შეცვლას.
ფსიქოანალიტიკური ხედვით მშობელი, რომელიც ვერ ხვდება ამ აუცილებლობას, შესაძლებელია ქვეცნობიერად ჰქონდეს ბავშვის ,,თავიდან მოშორების“, ,,თავის როლის (დედის) მიუღებლობის და ამ როლიდან გაქცევის“ ტენდენცია, რომელის ლეგიტიმაციაც მან მოახდინა რაიმე კონკრეტული მეთოდით და ,,ქვეცნობიერად ეფარება ამ მეთოდს“. თავის ამ ქვეცნობიერ ტენდენციებას ამართლებს რომელიმე კონკრეტული მეთოდის კომპეტენტურობით და უპირობო მიღებით სპეციალისტების აზრის იგნორირებით.ამ ასაკის ბავშვისათვის, დედასთან სეპარაციის გამო თავი მიტოვებულად რომ არ იგრძნოს, რეკომენდირებულია ღამის საათებში იმყოფებოდეს მისთვის ჩვეულ, ადაპტერებულ გარემოში, უსაფრთხო მიჯაჭვულობის ობიექტთან. მისი დასაძინებლად სიბნელეში მარტო დატოვების შემთხვევაში არის რისკი, რომ მოხდეს ბავშვის ნევროზული მდგომარეობის პროვოცირება და შემდგომში განვითარდეს ადაპტაციური და ქცევითი სირთულეები.ბავშვი, რომელსაც ერღვევა უსაფრთხოების და დაცულობის მოთხოვნილება (მასლოუს ,,პირამიდის“ მეორე საფეხური) , მისი საბაზისო მოთხოვნილებების ხელყოფაა.

სპეციალურად საიტისთვის მუშაობდა: ნინი ბაბლუანი

www.ReadTime.ge

46 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი