ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ქართველი მშობლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს,სადაც 7 წლის გოგონა “სექსუალურ” ფორმაში გამოწყობილი ცეკვავს:

“რამდენიმე აზრი მინდა გამოვთქვა ზოგიერთი მშობლის პათოლოგიაზე- გადააკეთოს ან გადმოაკეთოს საკუთარი შვილი, მისი დაუკმაყოფილებელი პათოლოგიური ვნებების მიხედვით.

თანამედროვე ინტერნეტიზებულ, გლობალიზებულ გარემოში ბავშვებისთვის როგორც სუსტი და გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისთვის, უამრავი რისკი არსებობს. ერთ-ერთი რისკი პედოფილიაა.

პედოფილი უმრავლეს შემთხვევაში არის ადამიანი, რომელსაც ბავშვი უპირობოდ ენდობა: ნათესავი, მასწავლებელი, სასულიერო პირი, ექიმი და ა.შ

მშობლები, რომლებიც საკუთარ შვილებს სექსუალურად კაზმავენ, ღებავენ, თავადაც პათოლოგები არიან.

ავადმყოფობას მკურნალობა სჭირდება, სერიოზული მკურნალობა. ერთ-ერთი უძლიერესი მკურნალი კი არის განათლება. მშობლებმა ელემენტარული განათლება უნდა მიიღონ ბავშვთა ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის და ასაკობრივი თავისებურებების შესახებ.

მშობლებს სჭირდებათ სპეციალური განათლება საიმისოდ, რომ იცოდნენ იმ რისკების შესახებ, რომლითაც სავსეა თანამედროვე სამყარო  და ამის შესახებ  შვილებთან საუბარი შეეძლოთ ” – წერს ფსიქოლოგი.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ReadTime.ge

338 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი