რაც უფრო დიდია კეთილგანწყობა მით უფრო ხშირია ღალატი. რა არის ღალატი ? –  ღალატი არის მატერიალური ან მორალური ზიანის მიყენება, იმ კონკრეტულ პირზე ან პირთა ჯგუფზე, რომელიც გენდობა.

რა შეცდომებს ვუშვებთ და რატომ გვღალატობენ: ზედმეტი კეთილგანწყობილება, უყურადღებობა, დაბალი თვითშეფასება, ეჭვიანობა, პიროვნულ განვითარებაზე უარის თქმა, ადამიანებზე მიჯაჭვულობა, მუდმივი შფოთი, არეულობა, უნდობლობა, მუდმივი უკმაყოფილების განცდა, ხშირი უსაგნო უსასრულო კამათი .

მიზეზი უამრავია, მაგრამ თუკი თვლით, რომ უსამართლოდ მოგექცნენ და გიღალატეს, გახსოვეთ თქვენ არ ხართ ერთადერთი ვისაც ეს შეემთხვა. ნუ ჩამოყრით ყურებს და ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ყველაფერი მალე გაივლის. ეცადეთ ესაუბროთ საკუთარ თავს და იპოვოთ ძალა აპატიოთ მოღალატეს. გახსოვდეთ პატიებას თერაპიული ძალა გააჩნია, რომელიც შეგმატებთ სიცოცხლის ხალისს და ენერგიას.

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა:ReadTime.ge

759 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი