მეზოძაფები მედიცინაში უახლეს ტექნოლოგიად ითვლება. რა პროცედურას ითვალისწინებს და რამდენად ეფექტიანია მეზოძაფები – ამ თემებზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “სილამაზის აკადემია” პლასტიკურმა ქირურგმა დავით ციციშვილმა ისაუბრა.

რა არის მეზოძაფი?

მეზოძაფი არის თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული მონოფილამენტური ძაფი. მას აქვს კარგი ეფექტი, არის ჰიპოალერგიული, ძაფი არის მოთავსებული კანულეში, რომელსაც აქვს ნემსის მსგავსი ფორმა და არ აქვს მჩხვლეტავი წვერი, არ აზიანებს კანქვეშა ქსოვილს. ორი წლის განმავლობაში იწოვება და სითხესთან ერთად გამოდის ორგანიზმიდან. სახე საწყის მდგომარეობას არ უბრუნდება, რადგან ძაფი განიცდის კანში შეხორცებას. ხოლო როცა ძაფი იწოვება, კანი იმდენად არ ეშვება. მაგალითად, ბონოტოქსს როცა იკეთებენ წარბის არეში, სამ თვეში გადის მისი მოქმედება და შეიძლება წარბი საწყისზე ქვევით წამოვიდეს, მეზოძაფებს კი აქვთ უფრო მეტი ეფექტი და ხანგრძლივობაც.

როცა პაციენტი მოდის, თვითონ არის უკმაყოფილო სახის უბნებით, ძირითადად ესენია ცხირის, ტუჩის ნაოჭი, ყვრიმალთან, ლოყის ქვეშ, წარბთან არსებული უბნები. ამ დროს ვთავაზობთ, რა რაოდენობის ძაფი არის საჭირო, ვთანხმებით რა უბნებს ვქაჩავთ და ვასწორებთ. პროცედურა ითვალისწინებს ძირითადად ადგილობრივ ანეზთეზიას და შემდეგ ძაფების დაყენებას. თითო ძაფის ღირებულება 80 ლარიდან 140 ლარამდეა.

portuna.ge

854 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი