5-დღიანი არეულობის პერიოდში წუხანდელი ღამე ყველაზე მასშტაბური იყო. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ქალაქში დილამდე გაგრძელდა. ეპიცენტრში ბარსელონის პოლიციის მთავარი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია იყო. მომიტინგეებმა დაწვეს სანაგვე ურნები და ქუჩაში აღმართული ბარიკადები, ძალოვნებმა კი მათ შესაჩერებლად ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ქალაქის ქუჩებში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი ცენტრალური გზები და ესპანეთი-საფრანგეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვაც, რის გამოც დაიკეტა ბარსელონის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის საგრადა ფამილიას ტაძარიც.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ამბოხის მოწყობის ბრალდებით 9 ბრალდებულს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
ოფიციალური მადრიდის წინააღმდეგობის მიუხედავად, სეპარატისტი ლიდერები უკან დახევას არ აპირებენ და კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
წყარო: ფორმულა