ბრიტანეთში მამაკაცი, რომელსაც 6 შვილი საკუთარმა ქალიშვილმა გაუჩინა, დამნაშავედ სცნეს გაუპატიურების 36 შემთხვევის გამო,- ინფორმაციას INDEPENDENT-ი ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძალადე საკუთარ შვილებს ორი ათეული წლის მანძილზე განუწყვეტლივ აუპატიურებდა.

მან არაერთხელ გააუპატიურა ასევე ის მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც ქალიშვილის გაუპატიურების შედეგად შეეძინა.

სამართალდამცავთა გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ მამაკაცი საკუთარ შვილებს მისტიურ და ექსტრასენსნურ რიტუალებს უტარებდა, აძლევდა მათ სპეციალურ ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა დაემყარებინათ მასთან სექსუალური ურთიერთობა, რის შემდეგადაც ფსიქოლოგიური წნეხისა და გონებრივი მანიპულაციების საფუძველზე გოგოები თანხმდებოდნენ მასთან სექსუალური აქტის დამყარებას. არაერთი შემთხვევა იყო აგრეთვე ძალადობრივი მოქმედებებისა საკუთარი შვილების მიმართ.

მამაკაცი, რომლის სახელი ამ დრომდე უცნობია საზოგადოებისთვის, საკუთარ მეგობრებსაც აძლევდა უფლებას შვილთან სექსით დაკავებულიყვნენ.

მოსამართლის განცხადებით, მსგავსი ამაზრზენი ძალადობრივი ფაქტი მისი 40 წლიანი მუშაობის განმავლობაში უპრეცედენტოა.

newposts

310 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი