“აღფრთოვანებული ვარ ამ საოცარი პორტრეტებით”- ამ შინაარსის სტატუსს კანადელი მსახიობის კიანუ რივზის ფეისბუქ  გვერდი ავრცელებს და ქართველ ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძეს მადლობას უხდის.

ფოტოები  ცნობილი ფილმის, „ჯონ უიკის“ პრემიერის დღეს არის გადაღებული.

ცნობისთვის, ზაქარია ჭელიძე ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც 4 წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა. ახლა ის საქართველოშია, თუმცა კვლავ აპირებს ამერიკაში გამგზავრებას.

აქ ზაქარიას მიერ გადაღებული არაერთი ცნობილი ადამიანის ფოტო ვიხილეთ.

105 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი