კასპში 75 წლის კაცი 5 წლის ბავშვზე ნახევარი წლის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, რის გამოც, მას, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ერთადერთი, მსგავსი შემთხვევაა, მეგობრებო?! კიდევ რამდენ ბავშვს აინვალიდებენ საქართველოში? ქვეყნის ყველა კუთხეში ცხოვრებას უნგრევენ პატარა ანგელოზებს! ეს პედოფილები – ძალიან მძიმედ ავადმყოფი ხალხი! მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – კასტრაცია, მაგრამ ნებაყოფლობითი, და არა – სამუდამო თავისუფლების აღკვეთა და სიკვდილით დასჯა! მაგრამ მსჯავრდებულების მოკვლა არ შეიძლება! ამაზე უარი თქვა მთელმა მსოფლიომ. რადგან, შესაძლოა, სასამართლომ შეცდომა დაუშვას და ამ შემთხვევაში, უდანაშაულო ადამიანი დაიღუპება.

ჩემი კანონპროექტი პარლამეტში კვლავ არ განხილულა და აი, რა მომწერა “ჭკუის კოლოფმა” – კომიტეტის ხელმძღვანელმა:
 https://chernovetskiy.ge/news/30020983/

კანონპროექტი პედოფილების იძულებითი ქიმიური კასტრაციის შესახებ:
 https://chernovetskiy.ge/legislator/laws/30020907/

გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იგი 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

შემთხვევა კასპის რაიონში, სოფელ კავთისხევში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში მოხდა. მსჯავრდებული 5 წლის ბავშვზე 5 თვის განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ 75 წლის მამაკაცი მსხვერპლის ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და ბავშვი სახლში რამდენიმეჯერ შეიტყუა.

მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალადობა ერთხელ მოხდა და ბრალდებული ფაქტს, მცირეწლოვანი გოგონას სითამამეს აბრალებს.

მეგობრებო, თუ თქვენ იცით, რომ მეზობელი, ან ნაცნობი გასაჭირშია, გააკეთეთ კეთილი საქმე და მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 📩 office-fsp@fsp.ge
ნუ აუვლით გვერდს სხვის უბედურებას! ასეთი ადამიანები ღმერთმა გამოგიგზავნათ, რათა შეძლოთ, გამოამჟღავნოთ თქვენი რწმენა უფლისადმი და დაუახლოვდეთ მას!

572 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი