საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ მოცემულ ეტაპზე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რის გამოც გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის შენარჩუნება აუცილებელი იქნებოდა.

თავად მარგველაშვილი ახალ კანონს პერსონალურად მასზე მორგებულ ცვლილებას უწოდებს.

მისივე შეფასებით, ეს არის უკვე პოლიტიკად ქცეული ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა.

მარგველაშვილი სვამს კითხვას – თუ ყოფილ დეპუტატს თუ აქვს პენსია, ყოფილ პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს.

90 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი