საქმე 9937:
1937 წელს 17 აგვისტოს, მაჩაბლის 13-ში უჩვეულო სასამართლო გაიმართა. მწერლებმა მიხეილ ჯავახიშვილი გაასამართლეს. ქართველი მწერლების დადგენილება ასეთი იყო:
ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი გაირიცხოს მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს. ეს განაჩენი მხოლოდ გერონტი ქიქოძემ გააპროტესტა. ადგა და დარბაზიდან გავიდა .
აღსრულების დღეს 30 სექტემბერს, ჩეკას ეზოში 200 პატიმარი სიკვდილს ელოდა.
ჯავახიშვილი დახვრიტა გლეხმა ივან შაშურკინმა, დახვრეტის სანაცვლოდ მან ერთი ბოთლი არაყი მიიღო.
857 ნახვა